Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

შშმ პირმა შეწყვეტილი პენსია მიიღო

2018 წლის ივლისის თვეში აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციის მისაღებად მიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა დ.კ.–მ, რომელსაც 2018 წლის მაისის თვიდან შეჩერებული ჰქონდა  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის“ პენსია და როგორც თავად თქვა, მისთვის პენსიის შეჩერების მიზეზი უცნობი იყო. 

აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ აღნიშნულ საკითხში გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ბენეფიციარის სამედიცინო შემოწმების აქტის ამონაწერში,  რომელიც დ. კ.–სთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენდა, მისი სახელი შეცდომით იყო შეყვანილი.   სოციალური მომსახურების სააგენტო შშმ პირს უარს ეუბნებოდა პენსიის აღდგენაზე, სანამ არ მოხდებოდა აღნიშნული უზუსტობის გასწორება სასამართლოს დადგენილებით.

აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანმა ნინო შარაშიძემ  გაუწია ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია, შეუდგინა განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსახილველად – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. აგვისტოს ბოლოს სასამართლომ ბენეფიციარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. შესაბამისად, შშმ პირს – დ.კ.–ს სოციალური პაკეტიც აღუდგა და ოქტომბერში  ხუთი თვის გაუცემელი პენსიასაც მიიღო.