Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველი, ორი შვილის მამის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს დახმარებისთვის მიმართა აფზახეთიდან იძულებით გადაადგილბულმა პირმა, ორი შვილის მამამ გ.ს.–მ, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულით არის დარეგისტრირებული. 
ზუგდიდის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მინჯიამ  დამატებით გაარკვია, რომ ს.ბ ოფიცილურად რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა მისი მეუღლე  2012 წლიდან  ოჯახს ჩამოცილებულია და შვილების ამბავს არც კითხულობს. 

ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, კერძოდ,   ბინის შესყიდვის თაობაზე ჰქონდათ აპლიკაცია შევსებული. დევნილთა სამინისტროს მოთხოვნით, როცა ოჯახში არასრულწლოვანია, საკითხის განსახილველად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.  გ.ს.–ს არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, დედის თანხმობის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას ოჯახთან დიდი ხანია კონტაქტი არ ჰქონია.

კონსულტანტმა ნინო მინჯიამ, ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, შეადგინა სარჩელი – განქორწინებისა და დედისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით.
 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. დედა სასამართლოზე არ გამოცხადდა. მას შეეზღუდა შვილის ინტერსების დაცვის უფლება ქონების მართვა–გამოყენებასთან დაკავშირებით; დედა ვერ ჩაერევა შვილის მესამე პირთან ურთიერთობებში და ვერ იქნება თავისი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენილი  სხვადასხვა ოფიციალურ ორგანოში,  მათ შორის, სასამართლოშიც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ბენეფიციარ გ.ს.–ს  და მის ოჯახს მიეცა შესაძლებლობა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.
 

სოციალურად დაუცველიდევნილიბინაფართიდედობის უფლების შეზღუდვა