Top
ონლაინ დახმარება

 

არასრულწლოვანმა სამკვიდრო ქონების და მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღების უფლება მოიპოვა

მიმდინარე წლის თებერვალში იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის  ბიუროს  სამართლებრივი საკითხის მოსაგვარებლად მიმართა მარნეულის რაიონის ერთ–ერთი სოფელში მცხოვრებმა მარტოხელა, არასრულწლოვანი შვილის დედამ, აზერბაიჯანელი ეროვნების, საქართველოს მოქალაქე ა.ი –მ. 

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ გაარკვია, რომ ბენეფიციარ ი.ა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ფ.ი.სთან, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა და მათი ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის შესახებ ჩანაწერი ვერ განხორციელდა. ამის გამო, ფ.ი.–ს რამდენიმე თვის შვილმა მამისაგან ვერ მიიღო მემკვიდრეობა და ვერც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია.  ფ.ი.–ს  გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა მშობლებმა, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებმა.

ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ ბენეფიციარის სასარგებლოდ მოამზადა  დოკუმენტაცია, შეადგინა სარჩელი და მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. იგი ითხოვდა ა.ი.–ს შვილის  – არასრულწლოვანი დ.ი.–ს მამად ცნობილი ყოფილიყო გარდაცვლილი ფ.ი., შესაბამისად,  ასევე  იგი გამოცხადებულიყო მამის ქონების მემკვიდრედ და მიეღო საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  მარჩენალდაკარგულის პენსია. 

მაისის თვეში ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ მომზადებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად არასრულწლოვან  ბავშვს  წარმოეშვა გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონების და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება  – მარჩენალის დაკარგვის გამო.

მამობის დადგენამიხეილ კეკელიაწარმატებული საქმეები