Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე

24 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა სართიჭალაში გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ასევე – მოძალადეთათვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის  (თუ ისინი აკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს).

ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია.