Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გორის ბიუროში პრეს–კონფერენცია გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ევროკავშირი საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 150,000-ე კონსულტაციის წარმატებით გაწევას აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საკომუნიკაციო მედიაკამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

დღეს, 5 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა პრეს–კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის 10-წლიანი საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები, წარმატებული საქმეები და ბენეფიციარები, რომლებმაც ისარგებლეს  საზოგადოებრივი ადვოკატების მაღალკვალიფიციური მომსახურებით.

იურიდიული დახმარების სამსახური ინსტიტუციურად საქართველოს მთავრობისაგან დამოუკიდებელი სსიპ–ია და უშუალოდ პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ორგანიზაცია საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმატება, გარკვეულწილად, იმ უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით იქნა მიღწეული, რაც ევროკავშირმა უზრუნველყოფილი ბოლო ათი წლის განმავლობაში უზრუნველყო.

ღონისძიებაზე შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა გიგა ჯეირანაშვილმა წარმოადგინა რეგიონული ბიუროს მუშაობის სტატისტიკა. უშუალოდ ბენეფიციარებმა მედიას მოუთხრეს თავიანთი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით მოაგვარეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ იურიდიული დახმარების სერვისების ხემისაწვდომობას, საზოგადოებრივი ადვოკატების კვალიფიციურ, დროულ და ეფექტურ მუშაობას თითოეული რეგიონის მოსახლეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ძალზე დადებითი მნიშვნელობა აქვს.“

https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=YWJPTtnIdJU

ml>