Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ

2026 წლის 7-8 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის თემაზე.

ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები ნანა გოგიჩაიშვილი და ოლგა კალინა.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში ვრცლად იქნა განხილული შშმ პირებთან კომუნიკაცია და ძირითადი მიდგომები, ფსიქოსოციალური ან ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებთან მუშაობის ეთიკური საკითხები, ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება  და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით,
 

LASUNDP Georgiamobileconsultationcenter DeutscheBotschaftTiflis