Top
ონლაინ დახმარება

 

გაეროს ბავშთა ფონდთან UNICEF ხელძშეკრულება გაფორმდა

იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბავშვთა უფლებათა დაცვის მექანიზმები, გავზარდოთ მათთვის სამართლებრივ სერვისებზე წვდომა და ავამაღლოთ ცნობიერება.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრუ ნარტეასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ 2026 წლის ერთობლივ სამოქმედო გეგმას.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ბავშვებზე მორგებული სამართლებრივი სერვისების განვითარებას, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, ასევე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რათა თითოეულმა ბავშვმა უკეთ იცოდეს თავისი უფლებები და მათი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ბავშვთა უფლებებს საქართველოში და შევქმნით გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნობს თავს.