2026 წლის 25 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ესტუმრნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ზუგდიდის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯიჭონაია და იურისტი მარინა ნაჭყებია.
კრიზისული ცენტრი არის ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, ასევე ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა და მათზე დამოკიდებულ პირთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურეობის დაწესებულება, რომელიც ფუნციონირებს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის საკითხები, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, კრიზისული ცენტრის და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და სერვისები.
უწყებათა წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
