2026 წლის 19 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ბათუმის №30 და №26 საჯარო სკოლებში.
შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების შესახებ და მათთვის უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების გაცნობა.
მოსწავლეებს წარედგინათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების შესახებ, გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და მათთვის ხელმისაწვდომ სერვისებს. შეხვედრები ჩატარდა ინტერაქციულ, ასაკობრივად ადაპტირებულ ფორმატში, რაც ხელს უწყობს თემის უკეთ გააზრებასა და აქტიურ ჩართულობას.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცათ ადაპტირებული საინფორმაციო მასალები და წარედგინათ საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში „გახსოვდეს შენი უფლება“, რომელიც ბავშვებს საკუთარი უფლებების უკეთ გაცნობიერებაში ეხმარებათ.
აღნიშნული აქტივობები ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით.
