21 ივლისს, გორის იურიდიული დახმარების ბიურო უფროსი გიგა ჯეირანაშვილი მონაწილეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში გამართულ შეხვედრაში. კოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია შეხვედრები, რომლიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აღნიშნულ ზონაში ტარდება.
კოდის მოსახლეობასთან შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
გიგა ჯეირანაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ესაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძლადობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი.