Top
ონლაინ დახმარება

 

დაარსდა სამედიცინო სამართლის პირველი ქართული ჟურნალი

10 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი "სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის" პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის გამოცემა  მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით განხორცილებული აქტივობების მეშვეობით, სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას.

მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, "ბიგვავა-ბატიაშვილის" იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით დაარსდა.