Top
ონლაინ დახმარება

 

ქართულ-გერმანულ ჟურნალთან მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და „შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალს“ შორის.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ჟურნალის გამომცემლებმა გიორგი ჟორჟოლიანმა და სულხან გამყრელიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხორციელდება სასწავლო-საგანამანათლებლო პროექტები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ჩატარდება ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, კველევები საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე.

მემორანდუმის ფარგლებში, ჟურნალში გამოქვეყნდება იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ მომზადებული სტატიები გარკვეულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ჟურნალის წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას იურიდიული დახმარების სამსახურის რადიოპროეტქში "სამართლებრივი რჩევები".

მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეების მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მის გაუქმებამდე