Top
ონლაინ დახმარება

 

დედოფლისწყაროში საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

8 ივნისს, დედოფლისწყაროში, კოსტავას ქ.44-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 26-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.ამიერიდან, დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ღია ცის ქვეშ, სოციალური დისტანციის დაცვით, გაიმართა შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლების რწმუნებულებთან.

შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 25 საკონსულტაციო ცენტრი. აქამდე დედოფლისწყაროს მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შეეძლო სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროში. 8 ივნისიდან კი იურისტ-კონსულტანტი დედოფლისწყაროშიც იმუშავებს.