Top
ონლაინ დახმარება

 

დაიწყო "სამართლებრივი რჩევების" მეორე სეზონი

რადიოგადაცმა "სამართლებრივი რჩევების" მეორე სეზონი 25 იანვარს განახლდა. იურიდიული დახმარების სამსახურის რადიოპროექტში გრძელდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განხილვა. გადაცემის წამყვანი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი კომპეტენეტურ სტუმრებთან ერთად ვრცლად საუბრობს წინასწარ შერჩეულ თემებზე. ასევე მიმდინარეობს დეტალური პასუხის გაცემა რადიომსმენელების ზარებზე.

 რადიო გადაცემა სოციალური ქსელებისა და ინეტრნეტ-ტელევიზია "მაგთის" პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.

ახალი სეზონის გადაცემები შეგიძლიათ იხლოთ აქ:

1. 25.01.2021

თემა: საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი იურისტების ისტორიული გამარჯვება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მოიპოვა.

სტუმარი: იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ნიკოლაიშვილი.

ლინკი: https://www.facebook.com/legalaid.ge/videos/424486405556490

2. 1.02.2021

თემა: ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში, სამართალწარმოების პროცესში პანდემიის დროს წარმოშობილი გამოწვევები და უფლებადამცველი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის საკითხები.

სტუმარი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი.

ლინკი: https://www.facebook.com/legalaid.ge/videos/760796478202298