Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

რეგიონის წარმომადგენლები თბილისის ბიუროში ტრენინგს დაესწრნენ

2018 წლის 6-7 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება“. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ და მას ესწრებოდნენ იურიდიული დამხარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროების და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები.

ტრენერებმა – სამართლის ექსპერტებმა კონსტანტინე კორკელიამ და ბესარიონ ბოხაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, სისხლის და სამოქალაქო სამართალწარმოების ავტონომიური კონცეფცია,  პროცესუალური ასპექტები, ბრალდების წაყენება, ბრალდებული, უფლება დამცველზე,  დუმილის უფლება, შეჯიბრებითობა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები მტკიცებულებებთან დაკავშირებული საკითხები, სამედიცინო შემოწმება, თარჯიმანის უფლება და ა.შ.

შესრულდა პრაქტიკული დავალებები, დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.