Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

დევნილთა საკითხებზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

9 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს დევნილების პრობლემური სამართლებრივი საკითხები და მათი გადაჭრის პრაქტიკა; ასევე, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ბენეფიციართა რეფერირების საკითხები. საუბარი შეეხო კონკრეტულ საქმეებს. დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში, სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში - წალენჯიხაში, ხობსა და  ჩხოროწყუში.

შეხვედრა განხორციელდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პროექტის – „უფასო იურიდიული მომსახურება სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილებისათვის“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”, რომელიც მუშაობს დევნილთა საკითხებზე, შედის კონსორციუმის – „სამართლებრივი დახმარება საქართველოს”(LAG) შემადგენლობაში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

დევნილთა საკითხებიზუგდიდი