Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის მმართველი კომიტეტი შეიკრიბა

13 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სათაო ოფისში  გაიმართა „უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე გაუძღვა.

შეხვედრის მიზანი იყო უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელთა ქსელში გაერთიანებული ორგანიზაცების ურთიერთთანამშრომლობის და გადამისამართების მექანიზმის გაუმჯობესება, ვებპორტალის – www.free.mylaw.ge  ეფექტურობის გაზრდა.

იურიდიული დახმარების სამსახური უკვე 10 წელზე მეტია  მოქმედებს. პარალელურად,  მოსახლეობის სხვადასხვა სახის უფასო სამართლებრივ მომსახურებას ეწევიან  არაერთი საბიუჯეტო და  არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან.

2017 წელს  იურიდიული დახმარების სამსახურის თაოსნობით,   ევროკავშირისა (EU) და გაეროს ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელთა ქსელი და ვებ-პორტალი www.free.mylaw.ge, პორტალი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიოს მისთვის სასურველი ის ორგანიზაცია, რომელიც ეწევა უფასო იურიდიულ მომსახურებას ან სამართლებრივ კონსულტაციას. ვებგვერდი რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს  და მისი მისი ვიზიტორების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.