Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

გაიმართა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილეთა შეხვედრა

12 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურში, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, გაიმართა იურიდიული დახმარების ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების 2018–2022 წლების სამოქმედო გეგმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საკითხები, რომელშიც ასახულია სამსახურის შემდგომი განვითრებისათვის საჭირო მიმართულებები.  შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები გეგმაში არსებულ აქტივობებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოს გადახდისუუნარო მოსახლეობისთვის და გააუმჯობესებს აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ხარისხსა და ეფექტურობას.