Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

შეხვედრა ბაღდათის თვითმმართველობაში

2018 წლის 15 თებერვალს, იმერეთი–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურომ შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში.

ბიუროს წარმომადგენლებმა კონსულტანტმა ბელა ჭყონიამ, ადვოკატებმა ხვიჩა თავაძემ და   სოფიო ყუბანეიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციები, მუშაობის სტილი და სპეციფიკა. შეხვედრა ემსახურებოდა სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას მოსახლეობისათვის, სამსახურის სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. აგრეთვე განიხილეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები და ამ პროგრამებით სარგებლობის კრიტერიუმები.