იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ უწყებები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია; პრობაციონერებისა და პირობით მსჯავრდებულების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი პენიტენციურ დაწესებულებებში და სხვ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იუსტიციის მინისტრსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძეს უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.
