Top
ონლაინ დახმარება

 

გრძლედება ტრენინგები თემაზე „ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომა“

2026 წლის 3-4; 5-6 თებერვალს თბილისში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ჩაატარა ტრენინგები თემაზე „ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომა“.

ტრენინგებში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები და თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში მუშაობენ ბავშვებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრავმის არსის, მისი ნეირობიოლოგიური და ფსიქოსოციალური ზეგავლენის შესახებ ბავშვთა ქცევაზე, კომუნიკაციასა და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ასევე ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომის ძირითადი პრინციპებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ტრენინგების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვზე მორგებული, უსაფრთხო და მხარდაჭერითი გარემოს შექმნას, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან სამართლებრივ დახმარებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.