Top
ონლაინ დახმარება

 

წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 31 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული  საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და იურიდიული დაქმარების სამსახურის სერვისები.

დავით სიმონიამ სტუდენტებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "პარალეგალები", რომელიც განკუთვნილია დამწყები იურისტებისათვის ან არაიურისტი პირებისათვის და გულისხმობს მათ  სპეციალური გადამზადებას გარკვეულ სამართლებრივ საკითხებში, ასევე, სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მოსახლეობის სამართლებირივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებში.