Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ირმა ინასარიძის დახმარებით, ძარცვაში ბრალდებული არასრულწლოვანი გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, ირმა ინასარიძის, ძალისხმევით, თაღლითობისთვის ნასამართლები არასრულწლოვანი – გ.მ., რომელსაც ძარცვაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ.მ., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა რ.ა.–ს მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გ.მ.–ის დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატს, ირმა ინასარიძეს, დაევალა.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ადვოკატმა ირმა ინასარიძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ მოიპოვებოდა. გ.მ.–ის წინააღმდეგ არსებობდა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება, რაც გ.მ.–ის ბრალეულობის დასადგენად საკმარისი არ იყო. ამასთან, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ, დანაშაულებრივი ქმედებისათვის ძარცვის კვალიფიციის მისანიჭებლად, აუცილებელი იყო, ნივთის დაუფლება მომხდარიყო მესაკუთრისთვის და გარეშე პირებისთვის ხილულად (თვალნათლივ), რისი დადასტურებაც, სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას, ვერ მოხდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატმა ირმა ინასარიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის პოზიცია და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.