Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა 2005 წლის ივლისში, “საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის” პილოტური პროექტის ფარგლებში ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დახმარებით. 2007 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნის შემდეგ, ბიურომ საქმიანობა იმერეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ზესტაფონის განყოფილების სახით გააგრძელა, ხოლო 2008 წლის ივლისიდან მას იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო ეწოდა. ბიუროს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 6 საზოგადოებრივი ადვოკატი, 1 კონსულტანტი და 1 სპეციალისტი. ბიუროს ხელმძღვანელობს გელა ბერაძე.


საკონტაქტო ინფორმაცია