Top
ონლაინ დახმარება

 

არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დავით გოგუა იცავდა  არასრულწლოვანი  -  გ.ქ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში)  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამიდან შვიდ წლამდე ვადით). 

საზოგადოებრივი ადვოკატის - დავით გოგუას მონაწილეობით  არასრულწლოვანი ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

ვულოცავთ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ დავით გოგუას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!