Top
ონლაინ დახმარება

 

მარტოხელა დედას თავისი შვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანის საშუალება მიეცა

თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ი.უ. რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ. თ.-სთან . 2016 წელს მათ შეეძინათ შვილი - მ. თ.

მამამ რამდენიმე თვეში მიატოვა შვილი, დღემდე არ უნახავს და არც მატერიალური დახმარება გაუწევია მისთვის. არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. თუმცა მამის  თანხმობის გარეშე, რომელიც სამართლებრივ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს, დედა ვერ მოახერხებს ბავშის ქვეყნის გარეთ გაყვანას. სახეზეა  არასრულწლოვანი გოგონას ინტერესების დარღვევა.

დედამ, ი. უ.-მ, დახმარებისთვის მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს, მაია დადვანს. სასამართლომ სრულად გაიზიარა  დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ადვოკატი მაია დადვანი ითხოვდა ბავშვის მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას. 

მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი.

შესაბამისად, დედას საშუალება მიეცა ბავშვი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაიყვანოს და ამაში მას მამის თანხმობა არ დასჭირდება.

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული.