Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობაში ბრალდებული სრულად გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ირაკლი შენგელია ერთ წელზე  მეტი ხნის განმავლობაში იცავდა მოქლაქე ზ.ჯ.-ს ინტერესებს.  ბენეფიციარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) და ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 

საქმეს იხილავდა სამტრედიის რაიონული სასამართლო. აღსანიშნავია, რომ  არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ერთმანეთთან  შეთახნმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ზ.ჯ.-ს მონაწილეობას ქურდობის სხვადასხვა ეპიზოდში.  ამავდროულად,  ბრალდებული უარყოფდა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ირაკლი შენგელიამ მოითხოვა  ბენეფიციარის  უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და გამამართლებელი განაჩენით, მოქალაქე ზ.ჯ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.