Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება

როდესაც გულწრფელად გწამს, რომ კეთილ საქმეს ემსახურები, საქმეს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, საქმეს, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობ, რომლისთვისაც გლობალური პანდემიაც კი არ არის დაბრკოლება, წარმატება გარდაუვალია.

მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სტაბილურობა და დასავლურ კულტურებთან ინტეგრაცია შესაძლებელია თითოეული ჩვენგანის მხოლოდ და მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით. სწორედ ამიტომ, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს შესვენებისა და გაჩერების უფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ადამიანის უფლებებს და მართლმსაჯულების განხორციელებას შეეხება. როგორც ლათინური გამონათქვამი გვასწავლის „დაე, აღსრულდეს მართლმსაჯულება, თუნდ ჩამოიქცეს ციური თაღი (Fiat justitia ruat coelom)“. იურიდიული დახმარების სამსახური განუხრელად ზრუნავს ამ იდეის აღსრულებისათვის.

სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლების ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წელს ჩატარდა სამსახურის ახალი ოფისების სარემონტო სამუშაოები და 16 მუნიციპალიტეტში მოეწყო საკონსულტაციო ცენტრები და გაუმჯობესდა ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ინფრასტრუქტურა.

ჩვენი ადვკატები და კონსულტანტები თავიანთი და მათი ახლობლების ჯანმრთელობის საფრთხის მიუხედავად, ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად.

ბენეფიციარებისათვის ხარისხიანი სამართლებრივი მომსახურეობისა და სამსახურის განვითარების მიზნით იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ მიმდინარე წელს მიღებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

საერთაშორისო პარტნიორების USAID-Prolog-ის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართელოში“, UNHCR-ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის, UNICEF-ის გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სამსახური ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოსახლეობისათვის.

შესაბამისად, სამსახური, მისი თითოეული თანამშრომელი, საბჭოს წევრები, პარტნიორები არ იშურებენ ძალისხმევას, განავითარონ მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული, დასავლური სტანდარტების შესაბამისი სერვისები და ამისათვის განსაკუთრებულ მადლობავ ვუხდი თითოეულ მათგანს.

მჯერა, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი: მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფა, დასავლური სტანდარტების დამკვიდრება ემსახურება როგორც ჩვენი ბენეფიციარების ასევე ჩვენი თანამშრომლების მომავალ კეთილდღეობას და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიზანს.

ეს ნაბიჯები არის მხოლოდ დასაწყისი და ერთად, ჩვენ შევძლებთ რომ წარმატებით გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ