Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბოლნისის მოსახლეობასთან.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას  იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.