Top
ონლაინ დახმარება

 

ვიზიტი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში

27 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის რაიონის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.