Top
ონლაინ დახმარება

 

სემინარი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.