Top
ონლაინ დახმარება

 

ოჯახში ძალადობის თემაზე მარნეულის და ბოლნისის სკოლებში სემინარები გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები ეწვივნენ მარნეულის №5 და ბოლნისის რაიონის სოფელ თამარისის საჯარო სკოლებს, სადაც უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის გამართეს სემინარები ოჯახში ძალადობის შესახებ. მარნეულში ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობა ასევე მიიღო იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა.

სემინარების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ასევე – მოძალადეთათვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის  (თუ ისინი აკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს).

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.