Top
ონლაინ დახმარება

 

კოჯრის შშმ ბავშთა სახლს საბავშვო ლიტერატურა და ტანსაცმელი გადაეცა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიურომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ბიუროს ინიციატივით, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის ადმინისტრაციას საბავშვო ლიტერატურა, სახატავი რვეულები და სპორტული ტანსაცმელი გადაეცა.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციებს პერიოდულად მართავენ. ბიუროს ადვოკატები აქტიურად მონაწილეობენ სისხლის დონაციის აქციებში, ეხმარებიან სოციალურად დაუცველ და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს. გასულ წელს კი, ბიუროს ადვოკატი, სხვა მოხალისეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.