Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

ოთარ ჩახუნაშვილმა ფონდის წარმომადგენელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორგანიზაციებს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს. აღინიშნა, რომ  გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული საკითხების გარშემო  სამუშაო შეხვედრების გამართვას, მათ შორის არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლებაზე საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და  სამსახურის სერვისების შესახებ, მოზარდთათვის სამსახურის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სპეციალური საბავშვო აპლიკაციის ამოქმედებაზე, აგრეთვე - იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში ბავშვზე ადაპტირებული სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზე. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის  მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმებს