Top
ონლაინ დახმარება

 

კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელ დიცში შეხვედრა ჩატარდა

12 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და გოგონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, რომლებმაც დამსწრეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობებს.

შეხვედრის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე და გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.