2026 წლის 1 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ქვემო სვანეთში ავიდა.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - სასაშის და ჟახუნდერის მოსახლეობას შეხვდნენ. იურისტებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები მიწის რესიტემური რეგისტრაციის, მემკვიდრეობის, ხე-ტყის მოჭრის, სოციალური დახმარების მიღების სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრებში მონაწილეობდა ცაგერისა და ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ურთმელიძე, რომელიც კვირაში ერთხელ, ლენტეხში (თამარ მეფის ქ. #24) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრში გასცემს სამართლებრივ რჩევებს.
რაც შეეხება ქვემო სვანეთის სხვა სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც მუნიციპალურ ცენტრთან ხშირი გადაადგილების პრობლემა აქვთ, შეუძლიათ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკოსნულტაციო ცენტრის მომსახურებით და მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები კონფიდენციალურობის დაცვით.
კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
