22 მაისს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და სპეციალისტმა გელა პერტიამ შეხვედრა ჩაატარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, დანაშაულის პრევენცია და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ადვოკატებმა სპეციალური პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, განუმარტეს თუ რა ითვლება დანაშაულად და რა სახის დანაშაულები არსებობს, როგორია არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რას მოიცავს არასრულწლოვანთა უფლებები, განრიდება-მედიაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ესაუბრნენ ბულინგის, დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი.