Top
ონლაინ დახმარება

 

ქვიტირელი მოსწავლეები ქუთაისის ბიუროს ესტუმრნენ

2023 წლის 7 ნოემბერს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს სოფელ ქვიტირის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ. ბიუროს უფრომა ესმა ნორაკიამ არასრულწლოვნებს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის მიმართულებები გააცნო, ესაუბრა ბავშვთა უფლებებზე და იმ სერვისებზე, რომელსაც საზოგადოებრივი ადვოკატები ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ახორციელებენ. 

კონსულტანტი მარიამ ოყრეშიძე ქვიტირელ ბავშვებს ესაუბრა ბულინგის, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმის შესახებ. მოსწავლეები დაინეტერსედნენ სხვადასხვა სამართლებრივი საკითხით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.