Top
ონლაინ დახმარება

 

დავით სიმონია UNHCR - საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე, სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი მარიამ კვირკვია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის  უფროსი სამართლებრივი მრჩეველი თორნიკე ცაგარეიშვილი.