Top
ონლაინ დახმარება

 

ჯულიან ლოვენფელდის კომპანიის ოფისში შეხვედრა შედგა

2023 წლის,14 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ნიუ-იორკში მოქმედი საადვოკატო კომპანიის ხელმძღვანელს ჯულიან ჰენრი ლოვენფელდს და ბიუროში დასაქმებულ ქართველ იურისტებს - დიანა და თეიმურაზ ქუთათელაძეებს. 

მასპინძლებმა დავით სიამონიას გააცნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, რომლის მიხედვითაც კერძო საადვოკატო ფირმები სოციალურ პროექტებს ახორციელებენ. აღინიშნა, რომ ჯულიან ლოვენფელდის კომპანიის მომსახურებით  დღემდე ათეულობით ქართველმა ემიგრანტმა ისარგებლა. გადაწყდა, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება და ქართველი  პარალეგალები აქტიურად ჩაერთვებიან ემიგრანტებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში. 

https://www.youtube.com/shorts/RJmbaPgqAo4