Top
ონლაინ დახმარება

 

კაჭრეთში იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა

26-27 ნოემბერს, კაჭრეთში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის სამმართველოების უფროსთა შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა. იურიდიული დახმარების საბჭომ განიხილა და დაამტიცა იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სტანდარტები, სამსახურის ახალი დებულება. სამსახურის შინაგანაწესში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ.

სხდომას ასევე ესწრებოდა კანადელი ექსპერტი ალან დალი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს.