Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში”

25-28 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ევროსაბჭოს მიერ (COE) იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში”.

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში. 

ტრენინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი ლევან მესხორაძე და იგი მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.