Top
ონლაინ დახმარება

 

ონში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

1 ივლისს, ონში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები. 

ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლების რწმუნებულებთან. შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. 

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 29 საკონსულტაციო ცენტრი.