Top
ონლაინ დახმარება

 

გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება

25 მაისს, გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის. 

დოკუმენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საჭირო ინფორმაციის  მიღება და დამუშავება ელექტრონულად  გახდება  შესაძლებელი. ასევე,  იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურობას უზრუნველყოფს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ლევან გოგოძემ, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  ირაკლი ელიაშვილმა და  ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მეჟლუმიანმა