Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე

14 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები“.

ტრენინგზე მომხსენებლები იყვნენ  იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩატარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ტრენინგზე განიხილებოდა ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა; ტრეფიკინგის დანაშაულის თანამედროვე ტენდეციები; შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის ნიშნები/ინდიკატორები, პრაქტიკული საქმეები; ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება, დაცვა და დახმარება; ეროვნული რეფერალური მექანიზმი;

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.