Top
ონლაინ დახმარება

 

მიმდინარეობს ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

დღეს,16 ოქტომბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“. ტრენინგს უძღვებაადვოკატი თამარ გაბოძე.

ტრეინინგზე განიხილება ბავშვთა ჩაგვრისა და და ძალადობის მასშტაბები. ძალადობის ფორმა, მიზეზები და შედეგები. ტოლერანტობა და ინკლუზიური განათლება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მშობლებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები. ოჯახში ძალადობის საკითხები და კავშირი ოჯახში ძალადობასა და სკოლაში ბავშვთა ბულინგს შორის.

ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი მიმდინარეობდა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს ტრეინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.