Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის ბიუროს უფროსი კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი გელა სიორდია მოხსენებით გამოვიდა 20-21 თებერვალს მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის ინიციატივითა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით გაიმართა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთათვის თემაზე - გზა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე."

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა არსებულ მიღწევებსა და მათ შესაბამისობაზე ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან, ასევე, დაბრკოლებებსა და მათი გადალახვის გზებზე. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართულმა ყველა რგოლმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გრძელ და რთულ გზაზე გამოძიების დაწყებიდან სასჯელის აღსრულებამდე, ასევე, სასჯელის ალტერნატივებზე, როგორებიცაა განრიდება და მედიაცია. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა იმუშავეს მულტიდისციპლინურ მცირე ჯგუფებში და განიხილეს არსებული სირთულეები და მათთან გამკლავების გზები.