Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხელი მოსწავლეები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 29  სექტემბერს იურიდიული დახმარების სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე  ქ. ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს ოფისში,  შეხვდა ახალციხის #1  საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს.  შეხვედრის თემა იყო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. 

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ინფორმაცია  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე და მის მიზნებზე,   მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე,არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვაზე, მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაზე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაზე და მართლწესრიგის დაცვაზე.

დავით ზარიძემ შეკრებილებს დეტალურად გაააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის როლი და სერვისები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.