Top
ონლაინ დახმარება

 

თელავში ჩასახლებული დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 19 დეკემბერს კახეთის-თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მერი ხაჩიძე და ალექსი ტუსნიაშვილი ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ.

შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც გულისხმობს მოსახლეობოს ინფორმირებას გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების შესახებ.

იურისტებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე. მიმოიხილეს ძალადობის მსხვერპლთა უფასო მომსახურების შესაძლებლობები და ამ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებები. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები ოჯახში ძალადობის თემაზე და სხვა საინფორმაციო ბროშურები.