Top
ონლაინ დახმარება

 

ბორჯომში ადვოკატთა საქმიანობის შეფასების საკითხებზე მსჯელობენ

ბორჯომში, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტისა და  ბიუროების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემაა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.  

აღსანიშნავია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც დამოუკიდებელი, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, არსებობს 2014 წლიდან. შესაბამისად, უწყებაში მიმდინარეობს რეფორმები, რაც უზრუნველყოფს, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე, აქ დასაქმებული საზოგადოებრივი  ადვოკატების საქმიანობის  ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.